
უკრაინა ამბობს, რომ რუსმა ოკუპანტებმა ხერსონში რუსი მეთაურების ალექსანდრე სუვოროვისა და ფიოდორ უშაკოვის ძეგლები დაშალეს და წაიღეს. რუსული პროპაგანდისტული მედია "რია" წერს, რომ ძეგლები "ევაკუირებულია".
"უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაბომბვისგან ხელოვნების უნიკალური ნიმუშების გადასარჩენად გადაწყდა მათი ხერსონიდან გატანა", - წერს სამთავრობო მედია.
სუვოროვის ბიუსტი ხერსონში 1950 წელს დაიდგა, ადმირალ უშაკოვის ქანდაკება კი 1957 წელს.