
რუსული სამთავრობო მედიის მტკიცებით, უკრაინამ HIMARS და Alder კომპლექსებიდან ნოვაია კახოვკაზე სარაკეტო იერიშ მიიტანა. მათივე მტკიცებით, გაისროლეს 19 რაკეტა, რომელთაგან სამი ჰიდროელექტროსადგურს მოხვდა.
"კიევის რეჟიმი აგრძელებს ნოვაია კახოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას. 11:20 საათზე კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე გაისროლეს 19 HIMARS და Alder რაკეტა, ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ. სამწუხაროდ, სამი რაკეტა შეეჯახა ჰიდროელექტროსადგურს, ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ“, - წერს "ტასი".
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით კი, ქალაქის "ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა" ვლადიმერ ლეონტიევმა მათ განუცხადა, რომ სადგურს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია და მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე დღეა ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ კახოვკას სადგურზე რუსეთი თავდასხმასა და პროვოკაციებს გეგმავს იმ მიზნით, რომ შემდეგ ყველაფერი უკრაინას დააბრალოს.