აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. ამ თემაზე მან პრემიერმინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"2027 წლისთვის ვაპირებთ ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი ბუნებრივია განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ეს მილსადენი კიდევ უფრო დაიტვირთება. გვინდა გამოვიყენოთ ბაქო-სუფსას ტერმინალი, ვიცი რომ ის არ არის ამამად მოქმედი, მაგრამ გვინდა რომ დავტვირთოთ ეს მიმართულებაც.
ახალი პროექტები ასევე ითვალისწინებს ელექტრო ენერგიის სფეროში ინიციატივების განხორციელებას. აზერბაიჯანი აპირებს ექსპორტზე გაიტანოს ელექტროენერგია საერთაშორისო ბაზრებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგა ვატი არის ჩვენი შესაძლებლობების მასშტაბი განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით შეგვიძლია 157 გეგა ვატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი იმისათვის, რომ ელექტრო ენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და მიგვაჩნია, რომ საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ ამ მიმართულებითაც", - თქვა მან.
მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს საქართველოს სახის ჰყავს მეგობარი მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორი.