რუმინეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა უკრაინასთან დაკავშირებული კომენტარის გამო

გამოქვეყნდა:

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ვასილ დინჩუმ თანამდებობა დატოვა. მისი განცხადებით, ვერ ითანამშრომლებს ქვეყნის პრეზიდენტთან, ზეწოლის ფონზე, რამდენიმე კვირის შემდეგ, რაც მინისტრმა განაცხადა, რომ უკრაინის ერთადერთი შანსი, ომის დასასრულებლად რუსეთთან მოლაპარაკება იყო.

"ჩემი ჟესტი (გადადგომა) გამომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია თანამშრომლობა რუმინეთის პრეზიდენტთან, არმიის მთავარსარდალთან", - თქვა დინჩუმ განცხადებაში.

ომის დაწყებიდან რვა თვის განმავლობაში დაახლოებით 2,65 მილიონი უკრაინელი რუმინეთის გავლით ევროპაში გაიქცა. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი რუმინეთი იზიარებს 650 კილომეტრის საზღვარს უკრაინასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი