გათავისუფლებულ იზიუმში სამართალდამცავებმა რუსების საიდუმლო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს

გამოქვეყნდა:

ხარკოვის რეგიონის გათავისუფლებულ იზიუმში სამართალდამცავებმა რუსების 13 ტომარა საიდუმლო დოკუმენტაცია აღმოაჩინეს - ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პოლიცია ავრცელებს.

უწყენის ცნობით, აღმოჩენილ ნივთიერ მტკიცებულებებს შორისაა რუსეთის ფედერაციის სამხედროების საიდუმლო საბრძოლო ბრძანება უკრაინაში შეჭრისთვის, ხარკოვის რეგიონის ტოპოგრაფიული რუკა მოძრაობის მარშრუტით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სატანკო ბრიგადების პერსონალის სიები, სტრუქტურული დოკუმენტები. ასევე, იზიუმის რაიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციების განყოფილებები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამედიცინო დაწესებულებები, მეწარმეები და კომუნალური საწარმოები.

ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი