
კრემლის მორიგი ბირთვული შანტაჟი. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინა ე.წ. ბინძური ბომბის გამოყენებას გეგმავს. საგანგებო ბრიფინგის შემდეგ სერგეი შოიგუმ ეს ინფორმაცია შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და თურქეთის თავდაცვის მდივნებს იმ იმედით მიაწოდა, რომ უკრაინის სტრატეგიული პარტნიორები ნათქვამს დაიჯერებდნენ და კიევის წინააღმდეგ განეწყობოდნენ.
კრემლის დეზინფორმაციამ არ თუ არ იმუშავა, საპირისპირო ეფექტიც გამოიღო. ე.წ. ბინძურ ბომბზე საუბრის წამოწყება კრემლის მხრიდან დასავლეთმა ბირთვული ტერირორის მექანიზმად აღიქვა და ოკუპანტი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე ალაპარაკდა.
ავტორი: ზურა პეტროსიანი