ბრალდებები "ბინძურ ბომბზე" - IAEA-ს ექსპერტები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტს შეამოწმებენ

გამოქვეყნდა:

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ მათი ექსპერტები მალე მოინახულებენ ორ ბირთვულ ობიექტს უკრაიანში. ეს ხდება რუსეთის ბრლდების ფონზე, რომ უკრაინა აპირებს "ბინძური ბომბი" გამოიყენეოს.

გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ IAEA-მ იცის რუსეთის პრეტენზიები უკრაინის ორ ბირთვულ ობიექტზე სავარაუდო ბირთვული იარაღის წარმოების შესახებ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ობიექტები სააგენტოს დაცვის ქვეშაა და რეგულარულად შემოწმდება.

"IAEA-მ ჩაატარა ინსპექტირება ერთ-ერთ ამ ობიექტში ერთი თვის წინ და ჩვენი ყველა დასკვნა შეესაბამებოდა უკრაინის უსაფრთხოების დეკლარაციებს. იქ არადეკლარირებული ბირთვული აქტივობები ან მასალები არ იქნა ნაპოვნი" , - თქვა გროსიმ.

მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო ულებამ ოფიციალურად მიიწვია IAEA-ს ექსპერტების მისია უკრაინაში, რათა მათ ეპასუხათ რუსეთის ბრალდებებზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი