რუსეთმა უკრაინაში უკვე 68 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 25 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 68 420;
  • ​ტანკი - 2 611;
  • ჯავშანტექნიკა - 5 321;
  • საარტილერიო სისტემა - 1 674;
  • სარაკეტო სისტემა - 377;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 190;
  • თვითმფრინავები - 271;
  • ვერტმფრენი - 248;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 372;
  • საკრუიზო რაკეტები - 350;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 054;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 149.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.    

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი