
რუსეთის მიერ ოკუპირებულ მელიტოპოლში ZaTV-ის ოფისთან აფეთქება მოხდა. ოფიციალური პირები ამბობენ, რომ დაშავდა სულ მცირე 5 ადამიანი, ზოგიერთი მშვიდობიანი მოქალაქეა, ზოგიერთი კომპანიის თანამშრომელი.
ZaTv არის რუსული პროპაგანდისტული არხი, რომელმაც მაუწყებლობა ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ნაწილებში 1 აგვისტოს დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, მანქანის აფეთქება უბედური შემთხვევა იყო თუ განზრახ დაგეგმილი. ასევე უცნობია ვინმე იღებს თუ არა მომხდარზე პასუხისმგებლობას.