"რუსეთში უკვე ხვდებიან, რომ უკრაინა ხერსონს იბრუნებს" | დუმას ყოფილი დეპუტატი

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრი ილია პონომარიოვი მიიჩნევს, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში დაკარგავს ხერსონს და ეს მტკივნეულ ვითარებას შექმნის რუსულ საზოგადოებაში - ამის შესახებ მან რადიო NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ეს უკვე აშკარაა. და თუ ვიმსჯელებთ სუროვიკინის საუბრებიდან, მათაც ესმით. ასეც მოხდება", - ამბობს პონომარეევი.

მისივე თქმით, სერგეი სუროვიკინი სპეციალურად დაინიშნა უკრაინაში ე.წ "სპეციალური ოპერაციის“ მეთაურად, რომ შოიგუს ხერსონის დაკარგვის შემდეგ კრიტიკა აერიდებინა.

"ახლა არის პროფესიონალი გენერალი, მაგრამ საზოგადოებაში ახალია, ჯერ არაფრის გაკეთების დრო არ მოუვიდა, მხოლოდ დაინიშნა, ამიტომ ხერსონის დანებება მტკივნეულია, მაგრამ არის გარკვეული პიარ თამაშიც. ყველას ესმის, რომ ომში ყველაფერი ცუდია, ისინი გააგრძელებენ იმას, რისი გაკეთებაც ახლა დაიწყეს: გაანადგურონ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და შეეცდებიან უკრაინის რიგითი მოქალაქეების მხრიდან ზეწოლა მოახდინოს საკუთარ მთავრობაზე, რათა ზელენსკიმ დაიწყო საუბარი. პუტინი და ზავს ეძებს“, - აღნიშნა პონომარეევმა.

პონომარიოვის თქმით, რუსეთის ელიტამ უკვე იცის, რომ უკრაინა ხერსონს იბრუნებს. თუმცა, ეს რუსულ საზოგადოებაში მტკივნეულ მდგომარეობას შექმნის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი