
ოკუპანტებმა დნიპროზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ ქალაქის რამდენიმე ადგილას ხანძარია. ჭურვის ფრაგმენტები ქალაქის ბენზინგასამართ და ელექტროსადგურზე ჩამოვარდა.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის ინფორმაციით, ჯერჯერობით მხოლოდ 1 დაღუპულის და 3 დაშავებულის შესახებაა ცნობილი.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.