
25 ოქტომბერს დნიპროზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა, მათგან სამი მძიმე მდგომარეობაშია. ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის უფროსი, ვალენტინ რეზნიჩენკო ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულებს შორის ერთი ორსული ქალი და ავტოსამრეცხაოს ოპერატორია.
ცნობისთვის, რაკეტების ფრაგმენტები ჩამოვარდა ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ხანძარი გაჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ პირობა დადო, რომ სარაკეტო თავდასხმისთვის "საპასუხო მოქმედებები იქნება სამართლიანი და გარდაუვალი".