
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ თავის უახლეს განახლებაში განაცხადა, რომ ივნისის შემდეგ დაფიქსირდა დივერსიის სულ მცირე ექვსი შემთხვევა რუსეთის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. განახლებაში აღნიშნულია, რომ ბოლო მსგავსი შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც "ასაფეთქებელმა მოწყობილობამ დააზიანა რკინიგზა სოფელ ნოვოზიბკოვოს მახლობლად, რუსეთ-ბელარუსის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში".
ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, ეს "არის მთავარი სარკინიგზო ხაზი რუსეთსა და სამხრეთ ბელარუსს შორის".
რუსეთში ომის წინააღმდეგ მოქმედმა დაჯგუფებმა "შეაჩერე ვაგონები" აიღო პასუხისმგებლობა ორ ქვეყანას შორის მთავრი ხაზის დაზიანებაზე.
"ეს არის დისიდენტური თავდასხმების უფრო ფართო ტენდენციის ნაწილი რკინიგზაზე როგორც რუსეთში, ასევე ბელარუსში. [...] რუსეთის ხელმძღვანელობა სულ უფრო მეტად იქნება შეშფოთებული, რომ მოქალაქეთა მცირე ჯგუფიც კი საკმარისად ეწინააღმდეგება კონფლიქტს, რათა მიმართოს ფიზიკურ დივერსიას", - წერს დაზვერვა.