მწვრთნელი, რომელიც ამბობს რომ აუზში მოიწამლა, ინდივიდუალურად ალერგიულია - მერიის წარმომადგენელი

გამოქვეყნდა:

მერიის სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა მუშტაიდის პარკთან მდებარე აუზზე მომუშავე მწვრთნელზე ამბობს, რომ "ინდივიდუალურად ალერგიულია". 

მისი თქმით, ქალს, რომელიც ამბობს, რომ მოიწამლა, მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია.

"მოვიკვლიეთ, რამდენად ნამდვილად ინფორმაცია იყო სწორი, არცერთ კლინიკაში მათ რეგისტრაცია არ გაუვლიათ, არც სასწრაფოში ზარი არ ფიქსირდება. გვინდოდა დაგვედგინა ნამდვილად დიაგნოზი და წყლის მდგომარეობა ერთმანეთთან კავშირში იყო, თუ არა. ასეთი რამ არ დასტურდება.

რაც შეეხება თავად ტრენერს, რომელიც იძახის, რომ ცუდად გახდა, მას არაერთხელ ჰქონია მსგავსი ფაქტი, თავად ეს ადამიანი გახლავთ ინდივიდუალურად ალერგიული ადამიანი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახლავთ ასეთი.

ეს ვიდეო [აუზის] შეგნებულად ბუნდოვანი ხარისხის არის, დააკვირდით და რატომ შეიძლება იყოს ბუნდოვანი ხარისხის, თავად გაეცით პასუხი", - თქვა ირაკლი გვილავამ.

ამ თემაზე დღეს მერმა, კახი კალაძემაც ისაუბრა. ის ამტკიცებს, რომ სოციალურ ქსლეში გავრცელებული ვიდეო აუზიდან, ზაფხულშია გადაღებული და იქ თანამშრომელი წყალში ქლორს კი არ ამატებს, სინჯს იღებს. მისივე განცხადებით, კვლევამ აჩვენა, რომ აუზში ყველაფერი ნორმაშია. კალაძე ამბობს, რომ მწვრთნელებმა მცდარი ინფორმაცია მიზანმიმართულად გაავრცელეს. მისივე აზრით, მედიამ თემის გაშუქება ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას დაამთხვია, მანიპულირებისთვის. 

სპორტულ ცენტრ "იმედის" ერთ-ერთი მწვრთნელი ამბობს, რომ  მერიას საკითხე ორჯერ მიმართა და აქვს 59 მშობლის ხელმოწერა. მისი თქმით, კალაძემდე "არ მიუშვეს", საკითხზე ინფორმირებული იყო გამგეობაც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი