რუსეთი იბირებს ავღანელ კომანდოსებს უკრაინაში საბრძოლველად - Foreign Policy

გამოქვეყნდა:

Foreign Policy ამბობს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, იწვევს ავღანეთის ეროვნული არმიის კომანდოს კორპუსის წევრებს უკრაინაში საბრძოლველად. 

ესენი არიან კომანდოსები, (სადესანტო-დივერსიული რაზმები) რომლებსაც წვრთნიდნენ აშშ-ს საზღვაო ფლოტები და ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები. დაახლოებით 20 000-დან 30 000-მდე მოხალისე კომანდოსი დარჩა ადგილზე, როდესაც შეერთებულმა შტატებმა დატოვა ავღანეთი თალიბების კონტროლის ქვეშ 2021 წლის აგვისტოში.

FP-ის ცნობით, მხოლოდ რამდენიმე ასეული ოფიცრის ევაკუაცია მოხდა რესპუბლიკის დაშლამდე.  შეერთებულმა შტატებმა 90 მილიარდი დოლარი დახარჯა ავღანეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების მშენებლობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი