გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის თქმით, პუტინმა ზელენსკისთვის მესიჯის გადაცემა სთხოვა | ზელენსკის პასუხი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დიალოგისთვის რუსეთმა უნდა დაიწყოს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების პატივისცემა. ამის შესახებ მან კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტ უმარუ შისოკუ ემბალოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

თავდაპირველად ემბოლომ აღნიშნა, რომ გუშინ ეწვია მოსკოვს, სადაც შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა მესიჯი დიალოგის დამყარების აუცილებლობის შესახებ. გვინეა-ბისაუს პრეზიდენტის აზრით, პუტინი მზად არის ზელენსკისთან მოლაპარაკებისთვის და დიალოგისთვის "ხიდების აშენება სურს".

როგორც ზელენსკიმ თქვა, მან თავის აფრიკელ კოლეგას უფრო დეტალურად უთხრა, რა ხდება სინამდვილეში.

"მე ვთქვი, რომ იმისთვის, რომ ხიდები იყოს ამა თუ იმ სახელმწიფოებს შორის, აუცილებელია, ერთ სახელმწიფოში ინფრასტრუქტურა არ დაირღვეს. ცხადია, მაშინ შეიძლება მომავალში რაღაცაზე საუბარი", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა იმასაც, რომ რუსეთმა ემბალოს მეშვეობით გადმოსცა, ურთიერთობების გაბლოკვის შესახებ - "დავიწყოთ განბლოკვა ჩვენი შავი ზღვიდან" - აღნიშნა ზელენსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი