ბოლო 2 დღეში, ლუგანსკის ოლქის საავადმყოფოში 100-მდე დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს | უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქის საავადმყოფოში 100-მდე დაჭრილი ოკუპანტი გადაიყვანეს.

უწყენის ცნობით, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო, გოლუბივკას დასახლების საქალაქო ჰოსპიტალში, ლუგანსკიდან და კადიივკადან, რამდენიმე ქირურგიული ჯგუფი ჩავიდა. 

"24-25 ოქტომბერს, ლუგანსკის ოლქის გოლუბივკას დასახლების საქალაქო ჰოსპიტალში მოწინააღმდეგის 100-მდე დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე მოიყვანეს. ლუგანსკიდან და კადიივკადან დახმარებისთვის რამდენიმე ქირურგიული ჯგუფი ჩამოვიდა", - წერია უწყების განცხადებაში

ცნობისთვის, ლუგანსკის ოლქი რუსების მიერაა ოკუპირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი