რუსეთმა ომში უკვე 69 220 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 27 ოქრომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​​

  • ​ჯარისკაცი - დაახლოებით 69 220;
  • ტანკი - 2 631;
  • ჯავშანტექნიკა - 5 364;
  • საარტილერიო სისტემა - 1 690 ;
  • სარაკეტო სისტემა - 379;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 192;
  • ​თვითმფრინავები - 271;
  • ვერტმფრენი - 249;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  1 398;
  • საკრუიზო რაკეტები - 351;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 078;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 150.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი