
CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორი, უილიამ ბერნსი ოქტომბრის დასაწყისში უკრაინაში იმყოფებოდა, სადაც ვოლოდიმერ ზელენსკისა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ვიზიტის დროს უილიამ ბერნსმა რუსეთის ომის ფონზე უკრაინის მიმართ აშშ-ს ერთგულება დაადასტურა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების მუდმივი მხარდაჭერის კუთხით.
წყაროებმა უარი თქვეს მოგზაურობის შესახებ დამატებითი დეტალების მედიისთვის მიწოდებაზე.