ოკუპირებული დონეცკის რეგიონში, ნავთობის საცავი იწვის

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში, ქალაქ შახტარსკში ნავთობის საცავი იწვის.

მოსკოვის მიერ დანიშნულმა ქალაქის ხელმძღვანელმა, ვიტალი ხოცენკომ რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო Tass-ს განუცხადა, რომ რკინიგზის სადგურთან 12 საწვავის რეზერვუარი დაზიანდა უკრაინული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგად.

ქალაქის მერმა განაცხადა, რომ უკრაინელმა ჯარებმა დაბომბეს შახტარსკის რკინიგზის სადგური, რამაც ხანძარი გამოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი