ოკუპირებულ ყირიმში ამბობენ, რომ თბოელექტროსადგურზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში ხუთშაბათს დილით თბოელექტროსადგური თავდასხმის ობიექტი გახდა. ინფორმაცია რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

"უპილოტო საფრენი აპარატი თავს დაესხა ბალაკლავსკაიას თბოსადგურს. ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ  ტრანსფორმატორს, რომელიც შესაკეთებელი იყო და არ მუშაობდა", - თქვა მიხაილ რაზვოჟაევმა, მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი სევასტოპოლის გუბერნატორმა Telegram პოსტში.

მისივე ინფორმაციით, თბოელექტროსადგურის თანამშრომლებმა ხანძარს სწრაფად გაუმკლავდნენ და მსვერპლი არ ყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი