კრემლის სასტიკი შურისძიების გეგმა. პუტინის რეჟიმი უკრაინაში მასშტაბური ტერაქტებისთვის ემზადება - გარდა ამისა, შესაძლოა მოსკოვის სამიზნე ასევე გახდეს კომოსური თანამგზავრები - რუსეთის მუქარამ უკვე გაიჟღერა გაეროს გენერალური ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შეერთებული შტატები კოსმოსში სადგურების სამხედრო მიზნებისთვის განთავსებაში დაადანაშაულა.
ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ახლა განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებული პუნქტები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არ არის გამორიცხული, ზაპოროჟიეს ატომური ელექტრსადგურის აფეთქებაც. სამხედრო ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ უკრაინული არმიის წარმატებული კონტრშეტევების ფონზე პუტინი უკიდურესი ნაბიჯებით შეეცდება დაითანხმოს ზელენსკი მოლაპარაკებებზე და დრო მოიგოს ახალი შეტევებისთვის.