
კიევის საკრებულომ სახელი გადაარქვა 40-ზე მეტ ქუჩას, შესახვევსა და სკვერს, რომელთა სახელები დაკავშირებული იყო რუსეთთან და უკრაინის საბჭოთა წარსულთან - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.
"ჩვენ სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ აგრესორ ქვეყანასთან დაკავშირებული სიმბოლოები და სახელები. ახალი სახელები გააცოცხლებს უკრაინის გამორჩეული ისტორიული მოვლენების ხსოვნას... და ასევე უკრაინის დამცველების ხსოვნას", - თქვა მან.
ქუჩები, რომლებსაც სახელები გადაერქვა:
- სლავგოროდსკაია - უკრაინის შეიარაღებული ძალების გარდაცვლილი ვეტერანის, დენის ანტიპოვის სახელობის ქუჩად იქცა.
- კარლ მარქსი - იოჰან ვოლფგანგ გოეთე
- ამურსკაიას მოედანი - ვასილკოვსკაიას მოედანი
- პუშკინსკაია - ევგენია ჩიკალენკო
- ნეკრასოვსკაია - ივან დრაჩი, უკრაინელი მწერლის პატივსაცემად
- კრასნოდარი - გოლდა მეირი
- ბაგრატიონი - მაქსიმ ლევინი ფოტორეპორტიორის პატივსაცემად, რომელიც გარდაიცვალა 2022 წლის მარტში კიევთან ახლოს.