ევროკავშირმა, საერთო ჯამში 17,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

გამოქვეყნდა:

ევროკავშირმა, აპრილიდან დღემდე, საერთო ჯამში 17,5 მლრდ ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.  ევროკომისიის წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის 1 350 პირისა და ორგანიზაციის ქონება, ყველა მათგანი ევროკავშირის მიერ არის სანქცირებული.

"ჩვენ მივაღწიეთ პროგრესს, აპრილში დავიწყეთ დაახლოებით 6,7 მლრდ ევროთი და დღეს ეს თანხა უკვე 17,5 მილიარდი ევროა“, - თქვა კრისტიან ვიგანდმა.

"შავ სიაში" მოხვედრილ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აქტივები შვიდმა ქვეყანამ გაუყინა, მათ შორის: გერმანიამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ და ავსტრიამ. ჩამონათვალში მოხვდა საბანკო ანგარიშები, უძრავი ქონება და იახტები.

უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირს მიმართა, რომ შეიმუშაოს რუსეთის ფედერაციის აქტივების ხარჯზე უკრაინისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მექანიზმი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი