პუტინის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე ოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, დროებით ოკუპირებულ ხერსონში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით,  კირიენკომ  ხერსონის საბორნე გადასასვლელი მოინახულა, რომლითაც ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია ხდება.

გამოცემის ცნობით, მასთან ერთად  ანექსირებული ყირიმის  ე.წ გუბერნატორი სერგეი აქსიონოვი იმყოფებოდა,  რომელმაც განაცხადა, რომ ხერსონიდან მოსახლეობის გაყვანის საორგანიზაციო პროცესი უკვე დასრულებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, კირიენკო ასევე შეხვდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებსაც.

შეგახსენებთ, რომ სერგეი კირიენკო წარსულში რუსული სახელმწიფო კომპანია Rosatom-ს ხელმძღვანელობდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი