"ზელენსკის საგარეო პოლიტიკის პრაგმატიზმი ცნობილი ანდაზის დადასტურებაა: „მეგობარი ჭირში გამოიცდებაო" | კასიანოვი

გამოქვეყნდა:

"ვოლოდიმირ ზელენსკის საგარეო პოლიტიკის პრაგმატიზმი ცნობილი ანდაზის დადასტურებაა: „მეგობარი ჭირში გამოიცდებაო" - ამის შესახებ უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული საქართველოში, ანდრეი კასიანოვი საუბრობს. 

მისივე თქმით, უკრაინის ერის გამბედაობა და თავგანწირვა გახდა ამ ბრძოლის ქვაკუთხედი, ისევე როგორც მთელი უკრაინელი ხალხის ერთიანობა.

„ერთიან მონოლითში უკრაინის მთავრობასთან, პატრიოტ პოლიტიკურ ძალებთან, ბიზნესის წარმომადგენლებთან, მოხალისეებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ის როლი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აიღო და პატივით ასრულებს, ყველასთვის უდავოა. გადაწყვეტილების მიღებისადმი მისი არასტანდარტული მიდგომებით, ომის ყოველი წუთს, ახალგაზრდა, გამოუცდელი პოლიტიკოსიდან მსოფლიო დონის ქვეყნის ლიდერად იქცა.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების წინადადებების მიუხედავად, უკრაინისთვის ყველაზე რთულ დროს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის, მასიური სარაკეტო დარტყმებისა და კიევის ალყაში მოქცევის უშუალო საფრთხის პირველსავე დღეებში ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა არ დატოვა. აიღო მთელი ძალაუფლება ხელში და სათავეში ჩაუდგა ეროვნულ წინააღმდეგობას.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უშუალო საფრთხე არ გახდა დაბრკოლება უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ხალხთან და მსოფლიო ლიდერებთან ყოველდღიური კომუნიკაციისთვის, ასევე ფრონტის ურთულეს რაიონებში და უკრაინის ყველაზე დაზარალებულ ადგილებსა და სოფლებში მისი რეგულარული ვიზიტებისთვის.

ვოლოდიმირ ზელენსკის საგარეო პოლიტიკის პრაგმატიზმი არის ცნობილი ანდაზის მართებული დადასტურება: „მეგობარი ჭირში გამოიცდებაო“ და ეხმარება არა სიტყვებით, არამედ კონკრეტული მოქმედებებით. ჩვენი პრეზიდენტი დღე და ღამ მზადაა, შეხვდეს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ლიდერებს ეფექტური დახმარების მისაღებად - უპირველეს ყოვლისა, უკრაინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბრძოლის წარმოების საშუალებების მისაღებად. მან გადადო ცარიელი ლაპარაკი და პოლიტიკური გარანტიები იმ დრომდე, როცა უკრაინა ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერით ერთხელ და სამუდამოდ სძლევს რუსულ ფაშიზმს“,- განაცხადა კასიანოვმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი