
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის ირგვლივ არსებული ვითარება კარიბის ზღვის კრიზისის პერიოდს ჰგავს, რადგან საუბარია რუსეთის უსაფრთხოებაზე და პირდაპირ საფრთხეზე რუსეთის საზღვრებზე.
"დღეს ის თურქეთში მდებარე იუპიტერებზე (საშუალო რადიუსის რაკეტები - რედ.) უფრო ახლოსაც კი არის. მიმდინარეობს სამხედრო კამპანია უკრაინის ყველა ტიპის იარაღით ამოტუმბვის მიზნით", - თქვა ლავროვმა.
მისივე თქმით, სიტუაციებს შორის ის განსხვავება, რომ 1962 წელს საბჭოთა კავშირის ლიდერმა, ნიკიტა ხრუშჩოვმა, შემდეგ კი აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ "იპოვა ძალა, გამოეჩინა პასუხისმგებლობა და სიბრძნე", თუმცა ახლა ვაშინგტონი და მისი თანამგზავრები რუსეთში ასეთ მზადყოფნას ჯერ ვერ ხედავენ.