რუსეთმა ომში უკვე 71 820 ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 31 ოქტომბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ​ჯარისკაცი - დაახლოებით 71 820; 
  • ტანკი - 2 686;
  • ჯავშანტექნიკა - 5 485;
  • საარტილერიო სისტემა - 1 728 ;
  • სარაკეტო სისტემა - 383;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 197;
  • ​თვითმფრინავები - 275;
  • ვერტმფრენი - 253;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 413;
  • საკრუიზო რაკეტები - 452;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 128;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 154.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 21 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ რუსეთმა ომში 5 937 სამხედრო დაკარგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი