რუსები დღეს თავს დაესხნენ 10 რეგიონს და დააზიანეს 18 ობიექტი - შმიგალი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის იერიშების  ახალმა ტალღამ ორშაბათს უკრაინის 10 რეგიონი და 18 ობიექტი დააზიანა, მათი უმეტესობა ენერგეტიკის სფეროდან იყო.

"მათი სამიზნე იყო არა სამხედრო ობიექტები, არამედ სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურა", - დაწერა შმიგალმა.

მისი თქმით, შვიდი რეგიონის ასობით დასახლებას არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინჟინრები სრული დატვირთვით მუშაობენ ზარალის გამოსასწორებლად.

კიევის, ზაპორიჟჟიას, დნეპროპეტროვსკისა და ხარკოვის რეგიონებში ელექტროენერგიის გადაუდებელი გათიშვა გრძელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი