საფრანგეთი მუშაობს სახმელეთო გზებით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის გასააქტიურებლად

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის განცხადებით, ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად მუშაობენ სახმელეთო გზებით უკრაინის მარცვლეულის ექსპორტზე.

"ჩვენ ხშირად განვიხილავთ ამას.. ვნახოთ, თუ ის ვერ გაივლის შავ ზღვას, შეუძლია თუ არა სახმელეთო მარშრუტების გავლა", - განუცხადა RMC Radio-ს სოფლის მეურნეობის მინისტრმა მარკ ფესნეუმ.

მან დაასახელა მარშრუტები რუმინეთისა და პოლონეთის გავლით.

"ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სისტემაზე, რომელიც არ ჩაგვაგდებს ვლადიმერ პუტინის ხელში“, - განაცხადა ფესნომ.

მან დასძინა, რომ ეს საკითხი განიხილა ევროკავშირის სხვა ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი