
აშშ-ის მთავარი დიპლომატი ევროპის საკითხებში, კარინ დონფრიდი ამ კვირაში უკრაინას ეწვევა, - ამის შესახებ CNN სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დონფრიდის მოგზაურობის მიზანია, ხაზი გაუსვას უკრაინისადმი აშშ-ს ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას, რადგან ის "იცავს მის თავისუფლებას და ტერიტორიულ მთლიანობას რუსეთის სასტიკი ომისგან".
გავრცელებულ ინფორმაციით, კიევში ვიზიტისას დონფრიდი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პირებს და პრეზიდენტ ზელენსკის კაბინეტის სხვა წევრებს შეხვდება.
"დონფრიდი მოისმენს უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებისგან, თუ როგორ შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენ და ჩვენს პარტნიორებს უკრაინელი ხალხის დახმარება მისწრაფებების მიღწევაში და მათი ქვეყნის პოტენციალის გახსნაში" , - წერია განცხადებაში
გარდა ამისა, დონფრიდი კიევში აშშ-ის საელჩოს წევრებს შეხვდება.