შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას - ლექსმანი ნიკა გვარამიაზე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ნიკა გვარამიას საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ აღნიშნული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას.

"უკიდურესად შეძრწუნებული ვარ ნიკა გვარამიას სასჯელის ძალაში დატოვების გადაწყვეტილებით, რომელიც გაყალბებულ ბრალდებებს ეფუძნება. ეს შერჩევითი მართლმსაჯულების კიდევ ერთი მაგალითი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ევროპულ გზას", - წერს მირიამ ლექსმანი.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი დღეს გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია და კომპანიისთვის ზიანის მიყენებისთვის ჯარიმა საპატიმრო სასჯელით შეცვალა.

რაც შეეხება დანარჩენ ბრალდებებს,  სააპელაციო სასამართლომ ამ ნაწილებში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა - ე.წ. მანქანის ეპიზოდზე პატიმრობა ძალაში დატოვა, ხოლო მოსყიდვისა და ფულის გათეთრების საქმეზე ის გაამართლა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი