სახალხო დამცველობის კანდიდატი ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ პრეზიდენტმა, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. ამ საკითხზე მან პარლამენტში მოსმენის დროს ისაუბრა და თქვა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხარო იყო.
"მე ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და განსაკუთრებით, არ შემიძლია არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა და მართლაც ყველა გამოეხმაურა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, ამ შემთხვევაში ისევ, სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში, მაგალითად უფლება, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს, შეწყალების, იქნება გამოყენებული ნიკა გვარამიასთან მიმართებაში ვგულისხმობ", - თქვა ჩაჩავამ.
ომბუდსმენობის კანდიდატმა დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე საპასუხოდ თქვა, რომ სტატუსზე "პოლიტიკური პატიმარი" შეიძლება მსჯელობა. მან თქვა, რომ "კლანის" პრობლემის მოსაგვარებლად, პირველ რიგში, ფიქრობს საჭიროა შეცდომის აღიარება და შეფასება.
იხილეთ: