დაახლოებით 74 840 ჯარისკაცი, 2 750 ტანკი | რუსი ოკუპანტების დანაკარგი 4 ნოემბრის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 4 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 74 840;
  • ​ტანკი - 2 750;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 580;
  • საარტილერიო სისტემა - 1 772;
  • სარაკეტო სისტემა - 391;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 201;
  • თვითმფრინავები - 277;
  • ვერტმფრენი - 258;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 450;
  • საკრუიზო რაკეტები - 397;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 174;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 155.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი