
დღეს ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს - „ვფიქრობ, დღეს მე და თქვენ მოვისმენთ აშშ-დან უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტის შესახებ განცხადებას. მას ხელს მოაწერს ბაიდენი... იქ გავიგებთ სასიხარულო ამბებს. ამის შესახებ ვიცი, მაგრამ დაველოდოთ"- განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გააკეთა.
მინისტრმა განმარტა, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, სადაც რამშტეინის ფორმატში შეხვედრა გაიმართა, ყველა დამსწრემ გაიგო, რომ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვა უკრაინისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტია.