"ინვესტიცია უსაფრთხო 21-ე საუკუნეში" - რეზნიკოვი აშშ-ს 400 მილიონიან დახმარებაზე

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ახალი დახმარების პაკეტი უკრაინაში არის ინვესტიცია უსაფრთხო XXI საუკუნეში - ასე აფასებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი 400 მილიონიან სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. რეზნიკოვი მადლობას უხდის აშშ-ს პრეზიდენტს, თავდაცვის მდივანსა და ამერიკელ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის:

"ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების დახმარების ახალი,  400 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი, კიდევ ერთი ნაბიჯია სიკეთის გამარჯვებისკენ ბოროტებაზე და ინვესტიცია უსაფრთხო 21-ე საუკუნეში. თითოეული საჰაერო თავდაცვის სისტემა გადაარჩენს ათობით უკრაინელ სიცოცხლეს. თითოეული ტანკი გაანადგურებს ასობით დამპყრობელს." წერს რეზნიკოვი ტვიტერზე. 

თეთრმა სახლმა უკრაინისთვის 400 მილიონიანი სამხედრო დახმარების შესახებ გუშინ, 4 ნოემბერს გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი