ლუგანსკის ოლქში უკრაინელმა სამხედროებმა ვორონეჟის რეგიონიდან მობილიზებული რუსების რაზმი გაანადგურეს - ამის შესახებ ინფორმაციას Unian ავრცელებს. ცნობები ვრცელდება რუსულ მედიაშიც.
რუსული გამოცემა „ვერსტკას“ გადარჩენილი რუსი ჯარისკაცისა და მობილიზებულთა ახლობლების მითითებით, ეს სოფელ მაკეივკასთან მოხდა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურე ალექსეი აგაფონოვი, რომელსაც გამოცემა ესაუბრა, ამბობს, რომ 500-ზე მეტი ოკუპანტია ლიკვიდირებული.
„გაგვყარეს სადესანტოებში, გვითხრეს, ამოთხარეთ, თითო დანაყოფს სამი ნიჩაბი გვქონდა, არანაირი უზრუნველყოფა არ იყო. როგორც შეგვეძლო, ამოვთხარეთ და დილიდან დაიწყო საარტილერიო დაბომბვა, „სეტყვა“, ნაღმტყორცნები, საჰაერო იერიში... როდესაც ყველაფერი დაიწყო, ოფიცრები მაშინვე გაიქცნენ. ჩვენ ვცადეთ ამოთხრა, მაგრამ კოპტერებმა მაშინვე შეგვამჩნიეს და უბრალოდ გვესროლეს. 570 ადამიანიდან, 29-მდე გადარჩა, დაშავდა კიდევ 12, დანარჩენი ყველა დაიღუპა“, - თქვა აგაფონოვმა.
გადარჩენილი რუსი ჯარისკაცის თქმით, რაზმის მეთაური დაჰპირდა, რომ სვატოვოს რაიონში მიიყვანდნენ - ფრონტის ხაზიდან 15 კილომეტრის დაშორებით, თუმცა, 2022 წლის 2 ნოემბრის ღამეს მთელი დანაყოფი გადაიყვანეს საკონტაქტო ხაზზე.