რუსეთმა უკრაინაში დღემდე ერთი HIMARS-იც კი ვერ გაანადგურა - POLITICO

გამოქვეყნდა:

POLITICO აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვმა დღემდე ვერ შეძლო გაენადგურებინა ერთი HIMARS-იც კი.

მაღალჩინოსანი მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად, უკრაინას ჯერ კიდევ სჭირდება არტილერიის მნიშვნელოვანი რაოდენობა მომავალი ბრძოლებისთვის.

ამ დრომდე უკრაინამ აშშ-გან 20 HIMARS მიიღო, 1 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღების პაკეტის ნაწილში, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში კიდევ 18-ის მიწოდება იგეგმება.

უკრაინელი სამხედროები სისტემებს რუსეთის სამხედრო საბრძოლო მასალის საცავებსა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდების მარშრუტებზე ზუსტი დარტყმებისთვის იყენებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი