
მოკლულია 500 ოკუპანტი. ლუგანსკის ოლქში უკრაინელებმა რუსული ბატალიონი გაანადგურეს. გადამწვარია საოკუპაციო ტექნიკა. მძიმე ბრძოლები, ხარკოვის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში მიმდინარეობს. უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმააციით, ინტენსიური კონტრშეტევები წარმატებულია და მომდევნო კვირის ამოცანა ხელსონის ოლქის დეოკუპაციაა.
ამისთვის კი ომში მყოფ ქვეყანას ამერიკა და ევროპელი პარტნიორები როგორც ფულადი, ასევე საბძოლო ტექნიკით ეხმარებიან. პარალელურად კი დღეს ირანის ხელისუფლებს მოუწია დაედასტურებინა, რომ რუსეთი მათ სამხედრო დრონებს იყენებს, თუმცა ირანის პირვლეი პირები ამტკიცებენ რომ ეს დრონები ოკუპანტ ქვეყანას ომის დაწყებამდე მიჰყიდეს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი