"მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, თუმცა ველით, რომ უარესი არ მოხდება" | კლიჩკო

გამოქვეყნდა:

"მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, თუმცა ველით, რომ უარესი არ მოხდება" - ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო საუბრობს

"მზად უნდა ვიყოთ სხვადასხვა სცენარისთვის, თუმცა ველით, რომ უარესი არ მოხდება. ამიტომ, დღეს პანიკის საფუძველი არ არსებობს. კიევი ცხოვრობს და მუშაობს. ყოველი ჩვენგანის გამძლეობა და ნება არის ის, რომ მტერმა ჩვენი განადგურება ვერც შეძლო და ვერც შეძლებს," - თქვა კლიჩკომ.

მისივე თქმით, ომის პირობებში აუცილებელია გეგმების ქონა მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში. კლიჩკო ამბობს, რომ უკრაინელები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ამ მძიმე პირობებში დედაქალაქის სიცოცხლე უზრუნველყონ.

"მტერი ცბიერი და ცინიკურია. რუსეთი სჩადის გენოციდს - კერძოდ, უკრაინის ენერგეტიკის სექტორში კოლაფსის გამოწვევის მცდელობით," - თქვა მან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი