ზელენსკიმ და ლეიენმა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა და განმარტა, რომ საუბარი უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს შეეხო.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის.

ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი