კლიჩკო კიევის მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის დედაქალაქ კიევის მერი მოსახლეობას აფრთხილებს ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება. 

ვიტალი კლიჩკომ თქვა, რომ ის რასაც რუსეთი აკეთებს, არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია.

"ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის... ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, - თქვა კლიჩკომ კვირას.

ქალაქის მერმა ზოგიერთ მაცხოვრებელს, ვისაც ჰყავს დიდი ოჯახი, მოუწოდა ეფიქრათ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად კიევიდან წასვლაზე, თუ ქალაქი დარჩება ელექტროენერგიის და წყლის გარეშე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი