
რუსულმა მხარემ ხერსონიდან მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე მოსახლეობის გემების გაყვანა შეწყვიტა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ხერსონის ოლქის საოკუპაციო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, კირილ სტრემოუსოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
"2022 წლის 7 ნოემბერს ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროდან დღეს უკანასკნელმა გემმა დატოვა ქალაქი ხერსონი, რომელსაც შეეძლო მიეყვანა ხალხი, ვისაც მარცხენა სანაპიროზე წასვლა სურდა", - ამბობს სტრემოუსოვი.
მისივე თქმით, ხერსონიდან ევაკუაცია უკვე დასრულებულია, მარცხენა ნაპირზე გზა ჩაიკეტება და "ხერსონში დაბრუნებას არავის ურჩევს“.
ცნობისთვის, რუსებმა ხერსონიდან ხალხის ევაკუაცია 18 ოქტომბერს დაიწყო. თავდაპირველად შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მოსახლეობასთან ერთად ქალაქს ოკუპანტებიც ტოვებენ, თუმცა მოგვიანებით უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებმა ხერსონში შეიარაღებული ძალების დამატებითი ქვედანაყოფები გაგზავნეს.