
რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მტკიცებით, უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში 50 000-მდე მობილიზებული რუსი ჯარისკაცი მონაწილეობს, - ამის შესახებ მან ტვერის ოლქის გუბერნატორთან შეხვედრისას განაცხადა.
მისივე მტკიცებით, ე.წ "სპეციალური ოპერაციის" ზონაში 80 000-მდე მობილიზებული იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ ადრე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რუსეთში მობილიზება 238 ათასმა რუსმა შეძლო და არა 300 ათასმა, როგორც თავიდანვე იყო დაგეგმილი, რადგან სამხედრო კომისარიატებმა სამუშაოს ეფექტურად ორგანიზება ვერ შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოაცხადა., ხოლო 31 ოქტომბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მობილიზაცია დაასრულა.