ბელარუსში რუსულ-ბელარუსული ჯარების ჯგუფის ფორმირება გრძელდება - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ამბობს, რომ ბელარუსში, რუსებთან ერთად სამხედრო ჯგუფების ფორმირება გრძელდება.

ბელარუსის რესპუბლიკა აგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის მხარდაჭერას, უზრუნველყოფს რუსეთის ფედერაციას ინფრასტრუქტურით, ტერიტორიითა და საჰაერო სივრცით.

ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსულ-ბელარუსული ჯარების ჯგუფის ფორმირება გრძელდება", - ამბობს გენშტაბი. 

უწყების ცნობით, ვოლინისა და პოლესის მიმართულებით ვითარება მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი