რუსეთი ამბობს, რომ ხერსონში დააკავეს 9 პირი, რომლებიც დივერსიულ ოპერაციებს გეგმავდნენ

გამოქვეყნდა:

რუსული სახელმწიფო მედია RIA ცნობით, ოკუპირებულ ხერსონში დააკავეს 9 ადამიანი, რომლებიც, მათი თქმით, უკრაინული სპეცრაზმელები (SBU) არიან. რუსეთის მხარდაჭერილი მთავრობა ამბობს, რომ ისინი დივერსიულ ოპერაციებს გეგმავდნენ.

"ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გამოაშკარავებული და აღკვეთილი იქნა SBU-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფის საქმიანობა, რომლის ამოცანები მოიცავდა ტერორისტული აქტების განხორციელებას ხერსონის ოლქის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრების წინააღმდეგ", - ამბობს რუსეთის FBS.

გავრცელებული ცნობით, ამოიღეს ხუთ კილოგრამზე მეტი პლასტმასა [ასაფეთქებელი ნივთიერება], ელექტრო დეტონატორები, სამი ყუმბარა, მცირე იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე სპეციალური სადაზვერვო ტექნიკა.

FSB ამტკიცებს, რომ აღმოაჩინა და გაანეიტრალა ბომბის მანქანა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი