რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ უკვე 77 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 8 ნოემბრამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 77 170;
  • ​ტანკი - 2 786;
  • ჯავშანტექნიკა - ​5 654;
  • საარტილერიო სისტემა -1 791;
  • სარაკეტო სისტემა - 391;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 203;
  • თვითმფრინავები - 278;
  • ვერტმფრენი - 260;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 476;
  • საკრუიზო რაკეტები - 399;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 4 216;
  • გემი/ნავი/კატარღა - 16;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 159.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ აახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი