ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტი ინდონეზიაში, G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ფორმატი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, ეს იქნება ონლაინ - "რა თქმა უნდა, რაღაც ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს მონაწილეობას G20-ის სამიტში. მეტს ვერ გეტყვით", - ამბობს  სერხიი ნიკიფოროვი.

"დიდი ოცეულის" სამიტი წელს ინდონეზიაში 15-16 ნოემბერს იმართება. უკრაინა იქ მოწვეული ქვეყნის სტატუსით იქნება.

სამიტზე ინდონეზიის პრეზიდენტის მხრიდან, მიწვეულია პუტინიც, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი ინფორმაცია, ჩავა თუ არა ის კუნძულ ბალიზე, უცნობია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი