შოიგუმ რუსი სამხედროები უკრაინაში ჩადენილი "გმირობისთვის" დააჯილდოვა

გამოქვეყნდა:

შოიგუმ რუსი სამხედროები უკრაინაში ჩადენილი "გმირობისთვს" დააჯილდოვა, - ინფორმაცისას რუსული სამთავრობო მედია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შოიგუმ ოკუპანტებს ოქროს ვარსკვლავის მედალი, მამაცობის ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები გადასცა. 

"რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, არმიის გენერალმა სერგეი შოიგუმ რუს სამხედროებს გადასცა მედლები, მამაცობის ორდენი და სხვა სახელმწიფო ჯილდოები გამბედაობის, სიმამაცისა და გმირობისთვის“, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მანამდე პუტინმა ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის დედა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი