
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის თქმით, უკრაინისთვის ომის გადამწყვეტი პერიოდი უკვე ახლოვდება, - ამის შესახებ მან ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ეპიფანესთან შეხვედრისას განაცხადა.
"ომის გადამწყვეტი პერიოდი მოდის. ჩვენ გვჭირდება ყოველი უკრაინელის დახმარება და ღვთის წყალობა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა სრულ გამარჯვებას მოიპოვებს მტერზე და გაათავისუფლებს ყველა ოკუპირებულ მიწას", - თქვა ბუდანოვმა.
გარდა ამისა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ ეროვნული ერთიანობის დიდი მნიშვნელობა აღნიშნა და მადლობა გადაუხადა უკრაინელ დამცველებს, რომლებიც გამარჯვებას აახლოებენ.
მიტროპოლიტმა ბუდანოვი წმიდა დიდმოწამე იური პობედონის ორდენი დააჯილდოვა.